შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
კობა კობაიძე
ბიოგრაფიაკობა კობაიძე დაიბადა 1952 წელს წითელწყაროს რაიონის სოფელ ზემო-ქედში. 1964 წელს დაამთავრა ზემო-ქედის საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1974 წელს. 1974–1975 წლებში მუშაობდა ხირსის ღვინის ქარხანაში ღვინის დამმუშავებლად, 1983 წლამდე – წითელწყაროს ღვინის ქარხანაში მთავარ ტექნოლოგად, ხოლო 1983–1994 წლებში ქარხნის დირექტორია. კობა კობაიძე ტრაგიკულად დაიღუპა 1994 წელს. წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 204 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |