The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ივანე სიხარულიძე

ივანე სიხარულიძე
დაბადების თარიღი:1922
გარდაცვ. თარიღი:1993  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    ივანე სიხარულიძე დაიბადა 1922 წელს გურჯაანის რაიონის სოფელ მუკუზანში.

    1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო 1959 წელს – საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტი.

    1964 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა პარტიულ თანამდებობებზე. 1964–1976 წლებში ველისციხის ღვინის ქარხნის დირექტორია, 1979 წლამდე – სოფელ შრომის საბჭოთა მეურნეობის დირექტორი, ხოლო 1984 წლამდე – მუკუზნის N1 ღვინის ქარხნის დირექტორი. 1984 წლიდან ავადმყოფობის გამო აღარ უმუშავია.

    1993 წელს ივანე სიხარულიძე გარდაიცვალა.

    წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 158 გვ.