The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



დავით ნიკოლაიშვილი

დავით ნიკოლაიშვილი
Date of birth:1919
Date of death:1971  (at 52 years)
Category:Manufacturer

Biography

    დავით ნიკოლაიშვილი დაიბადა 1919 წელს სამტრედიის რაიონის სოფელ გამოჩინებულში. 

    1945 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია. მონაწილეობდა დიდი სამამაულო ომში.

    ინსტიტუტის დამტავრების შემდეგ, 1971 წლამდე, მუშაობდაღვინის მრეწველობაში სხვადასხვა თანამდებობებზე –თბილისის კონიაკის ქარხანაში საამქროს უფროსად, უფროს ტექნოლოგად, მთავარ ტექნოლოგად.

     ის მონაწილეობდა თბილისის კონიაკის ქარხნის ჩამოყალიბებაში და სამრკო კონიაკების "თბილისი", "გრემი", "ვარძია", "საიუბილეო", "აფხაზეთი" და სხვა შექმნაში. მინიჭებული ჰქონდა საქართველოს დამსახურებული მეღვინის საპატიო წოდება. იყო ალკოჰოლური სასმელების მთავარი ექსპერტი საქართველოდან – იუგოსლავიაში, ალჟირში და საფრანგეთში.

     დაჯილდოებული იყო სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის დიდი ვერცხლის მედლით, "დეგუსტაციის დიდი რაინდის" მედლით. იღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები - შრომის წითელი დროშის ორდენი და მედლები.

     დავით ნიკოლაიშვილი 1971 წელს ტრაგიკულად დაიღუპა.

 წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 145 გვ.

Awards and Honors

  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • "დეგუსტაციის დიდი რაინდის" მედალი
  • სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის დიდი ვერცხლის მედალი