The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



პავლე კიკვიძე

პავლე კიკვიძე
დაბადების თარიღი:1899
გარდაცვ. თარიღი:1964  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

     პავლე სიმონის ძე კიკვიძე დაიბადა 1899 წელს, ამბროლაურის რაიონის სოფელ ქვედა შოვში, გლეხის ოჯახში.

     საქართველოს სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტში სწავლის პერიოდში მუშაობდა თბილისის ღვინის I ქარხანაში საწყობის გამგედ, ხოლო 1933 წლიდან მუშაობა დაიწყო იმავე ქარხნის მეღვინედ, სადაც 1936 წლამდე იმუშავა.

     1936 - 1939 წლებში პ. კიკვიძე მუშაობს ვარციხის საბჭოთა მეურნეობაში მეღვინედ. 1938 - 1939 წლებში კი წინანდლის საბჭოთა მეურნეობის მთავარი მეღვინის მოადგილეა.

     1939 წლიდან 1955 წლამდე ის გურჯაანის ღვინის ქარხნის მთავარ მეღვინედ მუშაობს, ხოლო 1955 წლიდან გადაჰყავთ მუკუზნის ღვინის ქარხანაში, სადაც 1962 წლამდე მუშაობს მთავარ მეღვინედ. 

     1962 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე მუშაობდა ბოლნისის ღვინის ქარხნის მთავარ მეღვინედ. მან უშუალო მონაწილეობა მიიღო ქართული ღვინოების "გურჯაანისა" და "ახაშენის" შექმნაში.

      1941-1943 წლებში ა. კიკვიძე სამამულო ომის ფრონტზე იბრძოდა.

       პავლე სიმონის ძე კიკვიძე გარდაიცვალა 1964 წელს.

     წყარო: ქართველი მეღვინეები / გ. ბერიძე, თ. ღლონტი. - თბილისი: საბჭ. საქართველო, 1974. - 103 გვ.