The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



ცინცაბაძე მიხეილ

ცინცაბაძე მიხეილ
Legal name:ცინცაბაძე მიხეილ
Date of birth:15 February, 1925
Date of death:18 August, 1982  (at 57 years)
Burial location:მუხადგვერდის სასაფლაო, თბილისი
Category:Manufacturer

Biography

მიხეილ ცინცაბაძე დაიბადა 1925 წლის  15 თებერვალს, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზომლეთში. 1943-1945 წლებში მუშაობდა ქ.ბათუმის გემთსაშენებელ ქარხანაში ხარატად, 1945 წელს ჩაირიცხა საქართველოს სასოფლო-სამერნეო ინსტიტუტში მებაღე–მევენახეობის ფაკულტეტზე. უმაღლესის დამთავრების შემდეგ (1950წ) მუშაობა დაიწყო  მეღვინედ, ქ. გაგრის ღვინის ქარხანაში. 1953 წელს მიხეილ ცინცაბაძე დაინიშნა ქ. გუდაუთის ღვინის ქარხნის დირექტორად. პარალელურად დაუსწრებლად სწავლობდა და 1959 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამერნეო ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის პროდუქტთა ტექნოლოგიის ფაკულტეტი ღვინის ტექნოლოგიის განხრით.

 იმ ხანებში გუდაუთის რაიონში აქტიურად მიმდინარეობდა ყურძნის სხვადასხვა ჯიშებით განაშენიანება, რასაც იქაური ჰავა და კლიმატი უწყობდა ხელს. ყურძნის მოსავლიანობა მკვეთრად გაიზარდა, რომლის მიღება–გადამუშავებას ვეღარ უზრუნველყოფდა მცირე სიმძლავრის ქარხანა. ბატონმა მიხეილმა „სამტრესტის“ ხელმძღვანელობა დაარწმუნა, რომ საჭირო შეიქნა უფრო მძლავრი, ახალი ქარხნის აშენება. მისმა მცდელობამ ნაყოფი გამოიღო და ქ.გუდაუთაში აშენდა ახალი მძლავრი ქარხანა, არა მარტო პიველადი, არამედ მეორადი გადამუშავების ჩამომსხმელი ხაზებით. ბატონი მიხეილი ქარხნის დირექტორად მუშაობდა 1976 წლამდე,  1976 წლიდან გარდაცვალებამდე კი, იყო ამავე ქარხნის მთავარი მეღვინე.

ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლებით, გამოშვებული პროდუქციის ხარისხით და რეალიზაციით, გუდაუთის ღვინის ქარხანა მიხეილ ცინცაბაძის ხელმძღვანელობით ქვეყანაში ერთ–ერთი პირველი იყო და ათეული წლების განმავლობაში ფლობდა გარდამავალ დროშას. ამ ქარხნის პროდუქცია არაერთხელ დაჯილდოვდა მეღვინეთა საერთაშორისო კონგრესების ოქროს და ვერცხლის მედლით.

ბატონი მიხეილის შრომა და მოღვაწეობა გარკვეულ წილად დაფასდა და მას მინეიჭა „საქართველოს  დამსახურებული მეღვინე“–ს წოდება, მიღებული ჰქონდა მრავალი ჯილდო. იგი იყო ძლიერი სპეციალისტი, ხელმძღვანელი და მეღვინეების კვალიფიციური მომავალი თაობის  აღმზრდელი.

მ.ცინცაბაძე მაღალი ავტორიტეტით და სიყვარულით სარგებლობდა, როგორც აფხაზეთის საზოგადოებაში, ასევე საქართველოს რესპუბლიკური გაერთიანება „სამტრესტის“ მრავალრიცხოვან კოლექტივში. მისი ასეთი მაღალი ავტორიტეტი და სიყვარული განაპირობა პირადმა თვისებებმა, მაღალმა პროფესიონალიზმმა, კაცთმოყვარეობამ, უშუალობამ, გაჭირვებაში და დალხინებაში ადამიანების გვერდში დგომამ. იგი უდიდესი პატივისცემით ექცეოდა ყველა თანამშრომელს განურჩევლად მათი რელიგიური და ეროვნული წარმომავლობისა.  

მიხეილ ცინცაბაძე მოულოდნელად გარდაიცვალა 57 წლის ასაკში 1982 წლის 18 აგვისტოს.

ლიტ:   ელგუჯა მგელაძე. დიდებული ადამიანები. ტომი I. გამომცემლობა „ლეთა“. 2017.

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული მეღვინე