The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



გიორგი ქარუმიძე

Date of birth:18??
Category:Manufacturer

Biography

   მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, "სამტრესტმა" შეისყიდა თადეოზ ჩოლოყაშვილის ცნობილი ქარხანა–მარანი, რომელიც საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში მდებარეობდა. გიორგი ქარუმიძე იყო პირველი დირექტორი, რომელიც "სამტრესტის" მიერ ჩოლოყაშვილის მარანში დირექტორად დაინიშნა. მანამდე ის, თავის ძმასთან ერთად დავით სარაჯიშვილის ლიქიორ–არყის ქარხანაში მუშაობდა.

   ქარხნის ტერიტორიაზე განლაგებული იყო ყურძნის მიმღები და სადუღარი განყოფილება, ღვინის შესანახი ცემენტის, რკინისა და ემალის ავზები. ამ ქარხანაში ბარდებოდა საგარეჯოს რაიონში მოწეული საფერავის მთელი მოსავალი. გლეხებს სტიმული რომ ჰქონოდათ და კარგი მოსავლისათვის ეზრუნათ, ყურძენს საკმაოდ მაღალ ფასად იბარებდნენ.

   საფერავი ერთ–ერთი მაღალხარისხოვანი ვაზის ჯიშია კახეთში და მისი ყურძნისაგან მაღალი ღირსების სუფრის წითელი ღვინოები მზადდება. ნოდარ დუმბაძემ ხაშმის საფერავს "დევის სისხლი" უწოდა.

    წყარო: საქართველო – ღვინის აკვანი / ბონდო კალანდაძე; თბილისი, 2015. - 219 გვ.