The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



იოსებ გუნცაძე

იოსებ გუნცაძე
Date of birth:18??
Category:Manufacturer

Biography

   ცნობილი ქართველი აგრონომი იოსებ გუნცაძე, ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1883 წელს საფრანგეთში გაემგზავრა და ქ. მონპელიეს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტში აგრონომიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 1887 წელს, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, დაბრუნდა საქართველოში, სოფელ კვალითში.

   მან, 1887 წელს, იმერეთში აღმოაჩინა ჭრაქი–მილდიუმი, რომელიც 1834 წლიდან ამერიკაში, ხოლო 1878 წლიდან საფრანგეთში იყო ცნობილი. 

   იოსებ გონცაძის მოსაზრებამ – ქართული ვაზის გადარჩენა ამერიკულ მწარეზე დამყნილი ვაზის მეშვეობით – გააბათილა ფრანგი პროფესორი მარიონის მოსაზრება საქართველოში მევენახეობაზე ხელი აეღოთ და გვირილა გაეშენებინათ. ვენახების გაჩეხვის, როგორც ფილოქსერასთან ბრძოლის ერთადერთი გზა, მომხრე იყვნენ ევროპელი და რუსი მეცნიერებიც. 

   დიდია ი. გუნცაძის დამსახურება საქართველოს მაზრებში სოფლის მეურნეობის გაუმჯობესებაში. მან საფრანგეთში სწავლის დროს, შეისწავლა ფრანგული მეთოდი და შემდგომ იგი თავის მამულში გაავრცელა. გარდა დახმარებისა, რამოდენიმე შრომა თარგმნა ფრანგულიდან, რომლებიც მეტად საჭირო და აქტუალური იყო.

    წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 216 გვ.