The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



იაკიმე კავილაძე

იაკიმე კავილაძე
Date of birth:1909  (115 years)
Category:Manufacturer

Biography

   იაკიმე კავილაძე დაიბადა 1909 წელს ხარაგაულის რაიონის სოფელ ლახუნდარაში. 1926 წელს დაამთავრს კიცხის სოფლის მეურნეობის ახალგაზრდობის სკოლა, 1933 წელს – თბილისის სასოფლო–სამეურნეო მუშათა ფაკულტეტი, ხოლო 1938 წელს – თბილისის სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მებაღე–მევენახეობის ფაკულტეტი.

   მეღვინეობაში  მუშაობა დაიწყო 1957 წლიდან – იყო "სამტრესტი"–ს მმართველი. 1975 წლამდე მუშაობდა მევენახეობა–მეხილეობის ახლად ორგანიზებულ საბჭოთა მეურნეობის დირექტორად, რომელიც კავილაძის დაუღალავი შრომისა და ხელმძღვანელობის შედეგად ჩამოყალიბდა მსხვილ აგრარულ–სამრეწველო მიმართულების სახელმწიფო მეურნეობად.

   1938 წლიდან ბატონი იაკიმე არჩეული იყო საქართველოს კპ თითქმის ყველა ყრილობის დელეგატად.

   1961 წლიდან მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული აგრონომის საპატიო წოდება. მიღებული აქვს ორდენები: ლენინის ორი, ოქტომბრის რევოლუციის, შრომის წითელი დროშის ორი, სამამულო ომის II ხარისხის და 9 მედალი.

   წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 29 გვ.

Awards and Honors

  • 9 მედალი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორი ორდენი
  • ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • ლენინის ორი ორდენი