The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



ვაჟა გოცირიძე

ვაჟა გოცირიძე
Date of birth:19??
Category:Manufacturer

Biography

   ვაჟა გოცირიძე საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მშობლიურ სოფელში - გუდაუთის რაიონის სოფელ ახალსოფელში გაანაწილეს. იმ დროს იქ მოღვაწეობდა ცნობილი აგრონომი ალექსანდრე იობიძე, რომელმაც იგი კოლმეურნეობის მთავარი აგრონომის თანამდებობაზე წარადგინა. 

   1963 წელს მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში ჩაირიცხა და სამეცნიერო ხარისხის დაცვის შემდეგ ამ ინსტიტუტის თანამშრომელი გახდა. მას თანმაშრომლებთან ერთად მიღებული აქვს თორმეტი სასუფრე და საღვინე ვაზის ახალი ჯიში. სოსო მუმლაურთან ერთად გამოავლინა ჩხავერის და ოჯალეშის მაღალმოსავლიანი კლონები.

   2001 წლიდან გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ორგანიზაციის და მსოფლიო ბანკის საქართველოს ფილიალის დაფინანსებით მევენახეობის და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა ვაშლიჯვრის ბაზაზე ახალი კოლექციის გაშენება დაიწყო. ბატონმა ვაჟამ, თანამშრომლებთან ერთად, ფეხდაფეხ შემოიარა საქართველოში არსებული კოლექციები, ყველა გადარჩენილი ჯიში შეაგროვა და გააშენა ვაშლიჯვარში. მოინახულა კიშინოვის, სიმფეროპოლის და ოდესის კოლექციები, გამოავლინა იქ დაცული ქართული გენოფონდი და დააბრუნა საქართველოში 150-ზე მეტი ქართული ვაზის ჯიში.

   წყარო: http://www.vinoge.com/qarTuli-vazis-genofonds-ganadgureba-emuqreba