The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



ნიკოლოზ ერისთავი

ნიკოლოზ ერისთავი
Date of birth:1906
Date of death:1970  (at 64 years)
Category:Manufacturer

Biography

   ნიკოლოზ ერისთავი დაიბადა 1906 წელს სანკტ–პეტერბურგში. რუსეთში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, 1920 წელს ერისთავების ოჯახი  იტალიაში გადასახლდა. 

   მეორე მსოფლიო ომის დროს ნიკოლოზ ერისთავი რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და ომის დასრულების შემდეგ, მოკავშირეებთან ერთად, ქ. ტრიესტს აფარებდა თავს. მილანში მხოლოდ 1956 წელს დაბრუნდა მამის დაკრძალვაზე დასასწრებლად, 1958 წელს კი იტალიის მოქალაქეობა მიიღო. 

   იმ დროს იტალიაში გვარი ერისთავი პოპულარობით სარგებლობდა, რადგან ტურინში თავადი ნიკოლოზის არაყი Eristoff ისხმებოდა. ეს არაყი შეიქმნა რეცეპტის მიხედვით, რომელიც ნიკოლოზის ბაბუამ, გადასახლებაში მყოფმა თავადმა ივანე ერისთავმა შექმნა 1806 წელს და კავკასიაში მოწეული სხვადასხვა კენკრისაგან მზადდებოდა. სასმელი იმთავითვე იქნა აღიარებული იმპერატორის კარზე. მოგვიანებით ამ არაყს, ოჯახის საპატივცემულოდ, "ერისთავი" ეწოდა. 1956 წელს, მილანში ნიკოლოზმა ნოტარიულად დაამოწმა ნებართვა–ავტორიზაცია, რომლის თანახმად, "მარტინი და როსის", აგრეთვე, ამ საზოგადოების მიერ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში დაარსებულ სახლს, ესკლუზივის სახით, კომერციული და სარეკლამო მიზნებისათვის, აძლევდა უფლებას თავისი საწარმოსა და პროდუქციის მარკად ეტიკეტზე დაეტანა სახელი – პრინცი ნიკოლაი (ან ნიკოლას) ალექსანდრეს ძე ერისტოვი.

   წლების განმავლობაში, არაყი Eristoff პოპულარობას იხვეჭდა იტალიასა და ევროპის ქვეყნებში. მისი ჩამოსხმა "მარტინი და როსის" ნებართვით დაიწყო არგენტინაში, ესპანეთსა და საფრანგეთში, მოგვიანებით პორტუგალიაში, ავსტრიაში, მექსიკასა და პოლონეთი. 1990–იან წლებში, კუბური რომის ფირმა "ბაკარდიმ" შეიძინა "მარტინი და როსი" და ამჟამად მისი პროდუქცია "ბაკარდი–მარტინი"–ს ბრენდითაა ცნობილი. სასმელების ეტიკეტზე რუსულ და ინგლისურ ენებზე დატანილია: "წარმოება ლიცენზირებულია და შეთანხმებულია Eristoff–თან, Prince Nikolai Alexandrovich Eristoff, 1806" და პრინცი ერისთავის ხელმოწერა. მოგვიანებით, 2006 წელს, ერისთავების საგვარეულო გერბის ნაცვლად ლოგოდ გამოიყენეს ლეგენდა კავკასიური რუხი მგლისა და ნახევარმთვარის შესახებ და ბოთლზე ამოიტვიფრა წარწერა: "Оригинальный рецепт князя Эристова от 1806 года". აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში დარეგისტრირებული არყებიდან Eristoff ერთ–ერთი უძველესი არაყია.

   ნიკოლოზ ერისთავი გარდაიცვალა 1970 წელს. სამწუხაროდ, ერისთავების ამ შტოს შთამომავალი არ დარჩენია.

   წყარო: თხევადი მზის ქვეყანა=Land of the liquid sun: [ფოტოალბომი]; თბილისი, 2012. - 343 გვ.