The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



დიმიტრი ყიფიანი

დიმიტრი ყიფიანი
Date of birth:18??
Category:Manufacturer

Biography

  ყიფიანებს შორის მეტად გამორჩეულნი – კონსტანტინე, ქაიხოსრო, ლუარსაბ და დიმიტრი ღვინის წარმოებით ყოფილან დაინტერესებულნი. ადგილობრივ უხუცესთა მტკიცებით, ყიფიანებს ღვინის დაყენების ტრადიციულ წესებში არავითარი ცვლილება არ შეუტანიათ. მიუხედავად ამისა, რაჭველები ალექსანდროულისაგან დაყენებულ ღვინოს მაინც "ყიფიანის ღვინოს" უწოდებდნენ.

   XIX საუკუნის ბოლოს დასრულდა სამხედრო გზის გაყვანა. 1886 წლიდან ქუთაისსა და ონს შორის რეგულარული მიმოსვლა დაიწყო და ხუთი საფოსტო სადგური გაიხსნა. გზის ამოქმედებას, ონსა და ამბროლაურში სამიკიტნოების გახსნაც მოჰყვა, სადაც ადგილობრივი ღვინით ვაჭრობდნენ, მაგრამ რაჭულმა ღვინომ ყველაზე ფართო ბაზარი მაინც ქუთაისში მოიპოვა. რაჭიდან ღვინის ტრანსპორტირების გაიოლებამ ალექსანდროულის წარმატებაც განაპირობა.

   1897 წელს, დიმიტრი და ლუარსაბ ყიფიანებმა ქუთაისში დააარსეს სავაჭრო ფირმა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ნესტორ წერეთელი და ვარლამ პაპუაშვილი. მათ დიდი წვლილი მიუძღვით ალექსანდროულის საერთაშორისო აღიარებაში. ფირმა ეწეოდა ყიფიანების და საყიფიანოს გლეხთა ღვინოების რეალიზაციას ქუთაისში, სადაც რაჭიდან ჩამოტანილ ღვინოებს ასვენებდნენ, ახარისხებდნენ, ევროპული წესით ამუშავებდნენ, ბოთლებში ასხამდნენ, ეტიკეტს აკრავდნენ და ჰყიდდნენ.

   XX საუკუნის დასაწყისში ეს ფირმა საკმაო პოპულარობით სარგებლობდა საქართველოში და საკუთარი ფილიალი ჰქონდა ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქ მაიკოპში. 1900 წელს, ბათუმის პირველ სასოფლო–სამეურნეო გამოფენაზე რაჭიდან წარდგენილი იყო თავადების დიმიტრი, ლუარსაბ და ქაიხოსრო ყიფიანების ღვინოები. წარმატება ხვდა ლუარსაბ ყიფიანის ღვინოს, რომელმაც დაიმსახურა მედალი წარწერით "სანაქებო".

   ლუარსაბ და დიმიტრი ყიფიანების მამულში დაწურული ღვინო წერეთელმა და პაპუაშვილმა, 1907 წელს, ბელგიის ქალაქ ოსტენდში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე გაგზავნეს. საერთაშორისო ასპარესზე "ყიფიანის ღვინით" გასულმა ალექსანდროულმა უმაღლესი ჯილდო – "გრან–პრი" მოიპოვა, ფირმას კი გადასცა სამახსოვრო მედალი ბელგიის მეფე ლეოპოლდ II–ის გამოსახულებით.

   1924 წელს, დიმიტრი ყიფიანმა ერთგვარი ამხანაგობა შექმნა, მცირე ოდენობით შეისყიდა ყოფილი სათავადო მიწები და სოფელ ხვანჭკარაში წარმოება გააფართოვა, შემდეგ კი მიმდებარე მიწებზეც გაავრცელა ალექსანდროული და მუჯურეთული. გასაბჭოების შემდეგ "ყიფიანის ღვინოს" "ხვანჭკარა" ეწოდა.

   წყარო: თხევადი მზის ქვეყანა=Land of the liquid sun: [ფოტოალბომი]; თბილისი, 2012. - 111 გვ.

Awards and Honors

  • მედალი ბელგიის მეფე ლეოპოლდ II–ის გამოსახულებით
  • უმაღლესი ჯილდო "გრან–პრი"