The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ბაბულია ყარამნიშვილი

ბაბულია ყარამნიშვილი
დაბადების თარიღი:1916
გარდაცვ. თარიღი:1986  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ბაბულია ყარამნიშვილი დაიბადა 1916 წელს გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში. ბაკურციხის სასოფლო–სამეურნეო ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, 1933 წელს სწავლა განაგრძო საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მებაღე–მევენახეობა–მეღვინეობის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1938 წელს.

   1938 წლიდან 1955 წლამდე მუშაობდა "სამტრესტი"–ს გომის სპირტის ქარხანაში ლაბორატორიის გამგედ; ხირსის საბჭოთა მეურნეობაში; "სამტრესტი"–ს ცენტრალურ ლაბორატორიაში; თბილისის N2 ღვინის ქარხანაში; თბილისის N1 ღვინის ქარხანაში.

   მას მინიჭებული ჰქონდა საქართველოს დამსახურებული მეღვინის და უმაღლესი კლასის მეღვინე–ოსტატის საპატიო წოდებები. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები.

   ქალბატონი ბაბულია გარდაიცვალა 1986 წელს.

    წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 139 გვ.