The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ოთარ კვესიტაძე

ოთარ კვესიტაძე
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ოთარ კვესიტაძე – პროფესიით მეღვინე, მეცნიერი, ბიოქიმიის ინსტიტუტის დირექტორი – ახალგაზრდობაში გახლდათ საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ვაჟთა ხელბურთელთა გუნდის მეკარე. გუნდი არაერთგზის ყოფილა თბილისის პირველობის, საქართველოს თასის გათამაშებათა პრიზიორი, ხოლო საბჭოთა კავშირის სოფლის მეურნეობის აკადემიებისა და ინსტიტუტების საკავშირო პირველობაზე ორგზის გამარჯვებული. ბატონი ოთარი, ასევე, წარმატებით იცავდა ინსტიტუტის ფეხბურთელთა გუნდის კარს.

    წყარო: ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე. / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2008. - 380 გვ.