The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



ბესარიონ თალაკვაძე

ბესარიონ თალაკვაძე
Date of birth:1874
Date of death:1943  (at 69 years)
Category:Manufacturer

Biography

   ბესარიონ თალაკვაძე დაიბადა 1874 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ ასკანაში. 1898 წელს დაამთავრა თბილისის სემინარია, ხოლო 1903 წელს ყირიმში ნიკიტინის სასოფლო–სამეურნეო სასწავლებელი მევენახე–მეღვინეობის სპეციალობით.

   1920 წლამდე იგი მუშაობდა ყირიმში, გურზუფში, იალტაში, ალუპკაში, პარტენიტში მევენახე–მეღვინედ. შემდეგ ბრუნდება საქართველოში და 1923 წლამდე მუშაობს სოფელ ასკანაში მებაღეობა–მევენახეობის დარგში ამერიკული ჯიშის ვაზის სადედე მეურნეობის გაშენებაზე.

   ბ. თალაკვაძემ, 1939 წლამდე, იმუშავა "სამტრესტი"–ს სისტემაში კარდენახის მამულის გამგედ, წარმოკავშირში მეღვინედ, კოოპერატივ "იმერეთში" მეღვინედ, მუკუზნის საბჭოთა მეურნეობაში მეღვინედ, ვარციხის მეურნეობაში მეღვინედ, გურჯაანის რაიკანტორის უფროს მეღვინედ. 1939 წლიდან მუშაობს წინანდლის საბჭოთა მეურნეობის მთავარი მეღვინის მოადგილედ.

   იგი იყო მაღალი კვალიფიკაციის მევენახეობა–მეღვინეობის დარგის სპეციალისტი.

   ბატონი ბესარიონი გარდაიცვალა 1943 წელს.

   წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 73 გვ.