The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



თეიმურაზ ღლონტი

თეიმურაზ ღლონტი
Date of birth:19??
Category:Manufacturer

Biography

   თეიმურაზ ღლონტმა 1961 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტი ყურძნისა და ხილბოსტნეულის გადამუშავების ტექნოლოგიის განხრით.

   1962 წელს დაიწყო მუშაობა "სამტრესტი"–ს ღვინის N2 ქარხანაში, ხოლო 1963 წელს თბილისის შამპანური ღვინოების ქარხანაში – ღვინომასალების საამქროში. 1963–2011 წლებში მუშაობდა საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში.

   1972 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 2002 წელს სადოქტორო დისერტაცია კონიაკის წარმოების ტექნოლოგიისა და ქიმიის საკითხებზე. 2002 წელს მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

   1980–1990 წლებში იყო საკვალიფიკაციო–სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი, 1983–2001 წლებში – კონიაკის და ლიქიორ–არყის ლაბორატორიის გამგე, 2003–2006 წლებში – ინსტიტუტის ღვინის ტექნოლოგიის განყოფილების გამგე.

   წლების მანძილზე იყო ინსტიტუტის სადეგუსტაციო კომისიის წევრი და თავმჯდომარე.

   გამოქვეყნებული აქვს 100–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რამოდენიმე მონოგრაფია მეღვინეობის საკითხებზე, მათ შორის: "ქართველი მეღვინეები" (1974 წ.), "ყურძნის პროდუქტთა ქრომატოგრაფიული ანალიზი" (1976 წ.), "აკუსტიკური ენერგიის გამოყენება მეღვინეობაში" (1975 წ.), "ყურძნის კლერტი და ქვევრის კახური ღვინო" (2011 წ.), "ქვევრის ღვინის გამორჩეულობა (რითი სჯობს ქვევრში დაყენებული ღვინო არაქვევრში დაყენებულს)" (2013 წ.) და სხვა. არის მრავალი პუბლიცისტური წერილისა და წიგნის ავტორი საქართველოს მრავალდარგობრივი სოფლის მეურნეობის, კერძოდ, მევენახეობა–მეღვინეობის საკითხებზე. მათ შორისაა: "ილია ჭავჭავაძე და სოფლის მეურნეობა" (1988 წ.), "ხმა მღაღადებლისა" (2002 წ.), "ვაზი, ღვინო და პრობლემები" (2012 წ.)

   1992 წლიდან არის აღმდგენელი და მთავარი რედაქტორი ჟურნალ "ვაზი და ღვინო"–სი.

   1996 წელს ქართული ღვინოებისა და კონიაკების პირველ რესპუბლიკურ კონკურსზე დაჯილდოებულია მეორე ხარისხის დიპლომით შ.პ.ს. "სატევარში" დაყენებული შუშხუნა ღვინისათვის.

   2003 წელს სათავეში ჩაუდგა კახეთის ვაზის ზოგიერთი მცირედ გავრცელებული და დაკარგვის პირას მისული ჯიშების ტექნოლოგიური შესაძლებლობების მეცნიერულ კვლევას ("ხიხვი", "კახური მცვივანი").

   2007 წლიდან კოორდინატორი და უშუალოდ შემსრულებელია კახური მცვივანის კომპლექსური გამოკვლევის მიმართულებით. 5–წლიანი კვლევის შედეგად დადგენილია კახური მცვივანის სხვადასხვა ტიპის ღვინის ქიმიურ–ტექნოლოგიური პარამეტრები, დადგენილია კახური მცვივანისაგან უმაღლესი ხარისხის ღვინოების დაყენების შესაძლებლობა. ასევე, 2007 წლიდან, არის ალავერდის მონასტრის აღდგენილ მარანში უძველესი ტრადიციული წესით ქვევრში კახური ღვინის დაყენების ინიციატორი და უშუალო განმხორციელებელი. ალავერდის მონასტრის მარნის ენოლოგი–კონსულტანტი; "ვაზისა და ღვინის" 33–ე მსოფლიო კონგრესის (2010 წ.) და "ქვევრის ღვინის" I და II საერთაშორისო სიმპოზიუმების (2011–2013 წწ.) მონაწილე.

   2012–2013 წწ. იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან არსებული "ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი"–ს ნომინაციის შემდგენელი კომისიის წევრი, მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი. 2012 წელს იყო  "საქართველოს ამპელოგრაფიის" განახლებული გამოცემის თანარედაქტორი

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 368 გვ.

Member of Organizations

  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან არსებული "ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი"–ს ნომინაციის შემდგენელი კომისია , წევრი
  • მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო აკადემია , ნამდვილი წევრი

Awards and Honors

  • დაჯილდოებულია მეორე ხარისხის დიპლომით
    შ.პ.ს. "სატევარში" დაყენებული შუშხუნა ღვინისათვის