The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



ანზორ ფეიქრიშვილი

ანზორ ფეიქრიშვილი
Date of birth:19??
Category:Manufacturer

Biography

   ანზორ ფეიქრიშვილმა 1964 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი და სამუშაოდ გაემგზავრა ქ. დონეცკში, უალკოჰოლო სასმელების ქარხანაში, ტექნოლოგად. შემდეგ იქვე, საკონსერვო ქარხანაში, სადაც ამზადებენ კონსერვებს, ღვინოსა და მაგარ სასმელებს, იწყებს მუშაობას მთავარ ტექნოლოგად1967 წლიდან ინიშნება დირექტორად.

   1972 წელს, ქ. სელიდოვოში, ბატონი ანზორის თაოსნობით აშენდა და ამუშავდა ღვინის ქარხანა, რომელიც 1973 წლიდან "სამტრესი"–ს ბალანსზე ირიცხებოდა. ასევე, იმავე პერიოდში,  "სამტრესტს" ექვემდებარებოდა დონეცკის ოლქში, ქ. გორლოვკაში, არსებული ღვინის ქარხანა, მაგრამ 1985 წელს ალკოჰოლური სასმელების წინააღმდეგ გამოსულმა ლიგაჩოვის სახელით ცნობილმა კანონმა გამოიწვია ამ ქარხნის დახურვა. "სამტრესტი"–ს ხელმძღვანელობის ჩარევით, აღდგენილ იქნა ორივე ქარხნის ფუნქციონირება, რომლის დირექტორი ანზორ ფეიქრიშვილი იყო. შემდგომში გორლოვკის "სამტრესტი"–ს ღვინის ქარხანა, ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, გადაეცა ლუდის ქარხანას და "სამტრესტი"–ს დაქვემდებარებაში დარჩა სელიდოვის ღვინის ქარხანა, რომელიც მილიონ 500 ათას დკლ. ღვინოპროდუქტს ასხამდა. ბატონი ანზორის ხელმძღვანელობით ქარხანა ფუნქციონირებდა 1996 წლამდე, შემდეგ ქარხანა დაიშალა.

   გარდა იმისა, რომ ანზორ ფეიქრიშვილი 25 წლის განმავლობაში უკრაინის ღვინის ქარხნის დირექტორი გახლდათ, ასევე, უკრაინის სახელით, მსაჯობდა უმაღლესი ლიგის საფეხბურთო მატჩებს და 5 წელი უკრაინის საუკეთესო მსაჯად იყო დასახელებული. იგი 6 წელი საბჭოთა კავშირის საუკეთესო ათეულში ირიცხებოდა, ხოლო 1977 წლიდან გახდა ფიფას არბიტრი.

    წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 366 გვ.