Login |
|
|
English Georgian |
Home |
Search The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia. The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database. |
გურამ ნანეიშვილი
Biographyგურამ ნანეიშვილმა 1961 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი და მუშაობა დაიწყო "სამტრესტი"–ს სისტემის თბილისის შამპანური ღვინოების ქარხანაში ღვინის მასალების საამქროში ბრიგადირად. მან 15 წლის განმავლობაში ქარხანაში გაიარა გზა ბრიგადირიდან მთავარ შამპანისტამდე. 1976 წელს იგი გადაჰყავთ "სამტრესტი"–ს აპარატში მთავარი შამპანისტის თანამდებობაზე. ცოდნის გაღრმავების მიზნით, 1965–1967 წლებში, დაამთავრა მოსკოვის კვების მრეწველობის დაუსწრებელი სწავლების ინსტიტუტი. როგორც გამოცდილი სპეციალისტი მივლინებული იყო უნგრეთში. 1983 წლიდან თერჯოლის შამპანური ღვინოების ახალაშენებული ღვინის ქარხნის პირველ დირექტორად ინიშნება. 1996 წლიდან მუშაობას იწყებს ქ. გორში არსებული შ.პ.ს. "ფალავანში" მთავარ სპეციალისტად, სადაც ქართული შუშხუნა ღვინო "თამარ მეფე" ჩამოისხა. წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 366 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |