The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



მერაბ მიქაშავიძე

მერაბ მიქაშავიძე
Date of birth:1958  (66 years)
Category:Manufacturer

Biography

   მერაბ მიქაშავიძე დაიბადა 1958 წელს. იგი მიჰყვა თავისი მამის, ცნობილი ქართველი მეღვინე გივი მიქაშავიძის კვალს, და 1978 წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის კვების მრეწველობის ინსტიტუტის ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე, 1981 წელს იმავე ინსტიტუტის ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა.

   შრომითი საქმიანობა დაიწყო როსტოვში, აზერბაიჯანის ღვინის ქარხანაში, ხოლო 1980 წლიდან იგი "სამტრესტი"–ს როსტოვის ღვინის ქარხნის თანამშრომელია.

   1983 წლიდან მერაბ მიქაშავიძე ბრუნდება საქართველოში და მუშაობას იწყებს თბილისის კონიაკის ქარხანაში ჯერ ინჟინრად, შემდეგ – მთავარი ინჟინრის მოადგილედ, საკუპაჟე საამქროს უფროსის მოადგილედ, ჩამოსხმის საამქროს უფროსად, წარმოების დირექტორად და გენერალურ დირექტორად. მან 16 წელი იმუშავა კონიაკის ქარხანაში, საიდანაც, 1998–1990 წლებში, მუშაობა გააგრძელა თერჯოლის შამპანური ღვინის ქარხნის ს/ს "ვაზი"–ს წარმოების დირექტორად. 1990 წლიდან 2007 წლამდე ს/ს "ოკამის" გენერალური დირექტორია და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

   2008 წლიდან ინიშნება გენერალურ დირექტორად გურჯაანის საქღვინმრეწვის გაერთიანებაში, თუმცა 2013 წლიდან ბრუნდება ოკამის ღვინის ქარხანაში.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 365 გვ.