The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



დავით აბზიანიძე

დავით აბზიანიძე
Date of birth:19??
Category:Manufacturer

Biography

   დავით აბზიანიძემ, 1975 წელს, დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი, მეღვინის სპეციალობით. იმავე წლიდან იწყებს მუშაობას საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ–მუშაკად.

   1979–1983 წლებში სწავლობდა უკრაინაში, ქალაქ იალტის საკავშირო სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის "მაგარაჩი"–ს ასპირანტურაში და იქვე, 1983 წელს, იცავს საკანდიდატო დისერტაციას.

   1983 წელს ბრუნდება საქართველოში და მუშაობას იწყებს "სამტრესტი"–ს თბილისის კონიაკის ქარხანაში ჯერ ინჟინრად, ხოლო 1985 წლიდან – მთავარი ინჟინრის მოადგილედ. წლების განმავლობაში იმუშავა კონიაკის ქარხნის ჩამოსხმის საამქროს უფროსის მოადგილედ, საკუპაჟე საამქროს უფროსის მოადგილედ და შემდეგ ამავე საამქროს უფროსად. 1992 წელს დაინიშნა ქარხნის მთავარ ტექნოლოგად.

   ბატონი დავითი არის მრავალი სახელოვანი ქართული სამარკო კონიაკის ავტორი. დაჯილდოებულია ლევ გოლიცინისა და გერმანე ვალუიკოს სახელობის მედლებით. არის მეღვინეობა–მევენახეობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 365 გვ.

   


Awards and Honors

  • გერმანე ვალუიკოს სახელობის მედალი
  • ლევ გოლიცინის სახელობის მედალი