The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ჯემალ ახვლედიანი

ჯემალ ახვლედიანი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    ჯემალ ახვლედიანმა 1958 წელს დაამთავრა ქუთაისის სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და მიენიჭა მეღვინის კვალიფიკაცია. 1958 წელს მუშაობას იწყებს "სამტრესტის" ცაგერის ღვინის ქარხნის ორბელის ღვინის ქარხანაში მეღვინე - ბრიგადირად, შემდგომ ლაბორატორიის გამგედ, მოგვიანებით გადაჰყავთ წარმოების გამგედ ცაგერის სათავო ღვინის ქარხანაში, სადაც იმუშავა 1991 წლამდე. 1991-1996 წლებში "სამტრესტი"–ს ქუთაისის ღვინის ქარხანაში სამაცივრო საამქროს უფროსია.

   ჯ. ახვლედიანმა, 1996 წელს, ჩამოაყალიბა შპს "ლეჩხუმი - 96". 2008 წელს – შპს "ვაზი 2008", რომლის გენერალური დირექტორი გახდა.

   არის გაზეთ "სარკმელი საქართველოდან" მევენახეობისა და მეღვინეობის განყოფილების გამგე.

   მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 347 გვ.