The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



ქარუმ ტორიაშვილი

ქარუმ ტორიაშვილი
Date of birth:1911
Date of death:1985  (at 74 years)
Category:Manufacturer

Biography

   ქარუმ ტორიაშვილი დაიბადა 1911 წელს. თავდაპირველად, მუშაობა დაიწყო ბაკურციხის სასოფლო-სამეურნეო ბანკში რიგით თანამშრომლად, შემდეგ გამგეობის თავმჯდომარედ. 

   1932 წლიდან მუშაობას იწყებს "სამტრესტი"–ს სისტემაში ბაკურციხის ღვინო-ყურძნის დამზადების პუნქტის გამგედ. შემდეგ ინიშნება გურჯაანის რაიკანტორის დირექტორის მოადგილედ და მოგვიანებით თერჯოლის რაიონის სოფელ ჩხარის "სამტრესტი"–ს ღვინის ქარხნის დირექტორად. 1936 წლიდან "სამტრესტი"–ს თერჯოლის "შამპანკომბინატის" ქარხანა-სამმართველოს დირექტორია. 

   1952 წელს ბრუნდება მშობლიურ გურჯაანში ღვინის ქარხნის დირექტორის პოსტზე, ხოლო 1955 წლიდან დიღმის საბჭოთა მეურნეობის დირექტორის მოადგილეა. 1956 წელს დაინიშნა ახალციხის ღვინის ქარხნის დირექტორად, სადაც 17 წლის განმავლობაში წარმატებული "სამტრესტელის" სახელით ემსახურა საზღვრისპირა რაიონს ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.

   1979 წლიდან 68 წლის ასაკში გავიდა პენსიაზე.

   ქარუმ ტორიაშვილი გარდაიცვალა 1985 წელს.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 329 გვ.