The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ზურაბ ბლუაშვილი

ზურაბ ბლუაშვილი
დაბადების თარიღი:19??
გარდაცვ. თარიღი:2008
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ზურაბ ბლუაშვილი, სკოლის დამთავრების შემდეგ, წავიდა ფრონტზე, საიდანაც დაბრუნდა 1953 წელს და ჩაირიცხა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. 1958 წლიდან გორის რაიონის ტყვიავის ღვინის ქარხანაშია, საიდანაც გადაჰყავთ თელავის რაიონის ნაფარეულის ღვინის ქარხანაში. შემდეგ "სამტრესტი"–ს საგარეჯოს ღვინის ქარხანაში, სადაც 5 წელი მუშაობს და ახმეტის ღვინის ქარხანაში მთავარ მეღვინედ. 25 წლის მუშაობის შემდეგ, ზ. ბლუაშვილი გადავიდა "ცეკავშირი"–ს სისტემის მარნეულის საწარმოო კომბინატში, მთავარ მეღვინედ.

   1998 წელს მოსკოვის "გლავვინომ" იგი, როგორც გამოცდილი მეღვინე , მიავლინა ვიეტნამის სახალხო რესპუბლიკაში შამპანურისა და სამარკო ღვინის ქარხნის მშენებლობაზე.

   ბატონი ზურაბი გარდაიცვალა საქართველოში 2008 წელს.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 326 გვ