The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



ავთანდილ ჟღენტი

ავთანდილ ჟღენტი
Date of birth:1916
Date of death:1994  (at 78 years)
Category:Manufacturer

Biography

    ავთანდილ ჟღენტი დაიბადა 1916 წელს. წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, სწავლას განაგრძობს თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1942 წელს, მიდის სამამულო ომში. 1943 წელს ბრუნდება ინვალიდი. საქმიანობას იწყებს თბილისის შამპანკომბინატიდან, საიდანაც 1949 წელს გადაჰყავთ "სამტრესტი"–ს აპარატში უფროს მეღვინედ. შემდეგ 8 წელი მუშაობდა ბულგარეთში, რუმინეთსა და იუგოსლავიაში ექსპერტად.

   საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ ინიშნება კონიაკის ქარხანაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, საიდანაც 1966 წელს გადაჰყავთ "სამტრესტი"–ს აპარატში სპირტისა და ლიქიორ-არყის მთავარ სპეციალისტად.

   1974 წლიდან "თბილღვინოშია" და შემდეგ საფირმო მაღაზია "ვაზის ნობათის" დირექტორის მოადგილეა.

   მინიჭებული ჰქონდა  საქართველოს დამსახურებული მეღვინის საპატიო წოდება და დაჯილდოებული იყო მთავრობის ჯილდოებით.

   ავთანდილ ჟღენტი გარდაიცვალა 1994 წელს.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 326 გვ

Member of Organizations

  • მთავრობის ჯილდო