The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



სევერიან არობელიძე

სევერიან არობელიძე
Date of birth:1898
Date of death:1959  (at 61 years)
Category:Manufacturer

Biography

    სევერიან აროველიძე დაიბადა ქ. ბათუმში 1898 წელს. 9 წლის ასაკამდე სწავლობდა ქ. ბათუმის სკოლაში, შემდეგ ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1914 წელს. ეკონომიური მდგომარეობის გამო მან ვერ შეძლო სწავლის გაგრძელება. 1914 წელს იგი გადადის თბილისში საცხოვრებლად. თბილისში მუშაობას იწყებს ხელზე მოსამსახურედ კერძო საგალანტერიო მაღაზიაში, სადაც იმუშავა 1916 წლამდე. 1917 წლამდე მუშაობდა მანუფაქტურის მაღაზიაში. 

   მენშევიკური მთავრობის დროს, 1919 წლამდე, ს. აროველიძე რამოდენიმეჯერ იყო მობილიზებული ჯარში, როგორც წვევამდელი. 

   1919 - 1921 წლებში, იგი ცხოვრობდა მშობლებთან, მახარაძის რაიონის სოფელ გურიანთაში და მუშაობდა სოფლის მეურნეობაში.

   საქართველოში საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ, ბატონი სევერიანი აირჩიეს გურიანთის პარტიის რაიონული კომიტეტის მდივნად. 1922 წლამდე მუშაობდა ბათუმის რკინიგზის მილიციაში პოლიტხელად, საიდანაც გადაყვანილი იქნა საქართველოს პირველი საცხენოსნო პოლკის მეორე ესკადრონის პოლიტხელად და პოლკის ბიუროს მდივნად. 1923 - 1932 წლებში მუშაობდა სახელმწიფო პოლიტსამმართველოს ხაზით ხელმძღვანელ თანამდებობებზე სხვადასხვა რაიონებში. 1932 წელს არჩეულ იქნა საქართველოს კ.პ.(ბ) სამტრედიის რაიკომის პირველ მდივნად, სადაც მუშაობდა 1936 წლამდე. 1936 წლიდან 1945 წლამდე ხელმძღვანელობდა შამპანური ღვინოების კომბინატს, ხოლო 1937 წლიდან, ასრულებდა "სამტრესტის" მმართველის მოვალეობას.

   1940 წელს დაამთავრა თბილისის სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტის განსაკუთრებული დანიშნულების მეღვინეობის ფაკულტეტი. 

   1945 წელს დაინიშნა საქართველოს სსრ ვაჭრობის სახალხო კომისრად, ხოლო შემდეგ მინისტრად.

   ს. აროველიძე 1918 წლიდან იყო კპ წევრი. დაჯილდოებული იყო ორდენებით: ორი შრომის წითელი დროშის, წითელი ვარსკვლავის და ოთხი საბრძოლო მედლით.

   1935 წელს არჩეულ იყო ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად, ხოლო 1947 და 1951 წლებში საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. მისი რედაქტორობით დაისტამბა წიგნი "სოვეტსკოე შამპანსკოე გრუზიი". 

   ბატონი სევერიანი გარდაიცვალა 1959 წელს.

   წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 19 გვ.


Member of Organizations

  • ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი, წევრი (1935-)

Awards and Honors

  • ოთხი საბრძოლო მედალი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • ორი შრომის წითელი დროშის ორდენი