The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



მერაბ ზაუტაშვილი

მერაბ ზაუტაშვილი
Date of birth:1922
Date of death:1992  (at 70 years)
Category:Manufacturer

Biography

    მერაბ ზაუტაშვილი დაიბადა 1922 წელს, ქ. თბილისში, ცნობილი აგრონომ-მევენახე ილია ზაუტაშვილის ოჯახში.

    1941 წელს დაამთავრა ქ. თბილისის I საშუალო სკოლა და 1942 წელს ჩაირიცხა ბაქოს საზენიტო არტილერიის სასწავლებელში, რომელიც 1943 წელს დაამთავრა. 1941 წლიდან საბჭოთა არმიის რიგებშია. მიღებული ჰქონდა გვარდიის კაპიტნის წოდება, 1948 წელს იყო დემობილიზებული. იმავე წელს ჩააბარა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტზე, რომელიც 1953 წელს დაამთავრა. 

    მ. ზაუტაშვილმა, ინსტიტუტის დამთავრებიდან 1989 წლამდე, იმუშავა "სამტრესტი"–ს საწარმოო კომბინატში საამქროს უფროსად; მთავარ ინჟინრად; მმართველის მოადგილედ და თბილისის შამპანური ღვინოების ქარხნის დირექტორის მოადგილედ. 

    იგი იყო ავტორი 20 გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომის, 3 მონოგრაფიის, 30 გამოგონებისა და ახალი მარკის ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების. 

     ბატონი მერაბი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში უძღვებოდა "მეღვინეობის ნარჩენი პროდუქტების" შესახებ კურსს და კითხულობდა ლექციებს. ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა მეღვინეობის დარგის გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა შემოქმედებით კომპლექსურ ბრიგადას. იყო მევენახეობა-მეღვინეობის სახალხო უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს მევენახეთა და მეღვინეთა კავშირის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და პირველი პრეზიდენტი.

   მ. ზაუტაშვილს მინიჭებული ჰქონდა საქართველოს დამსახურებული გამომგონებლის წოდება. იყო ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, ომისა და შრომის ვეტერანი.

     იგი დაჯილდოებული იყო სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ვერცხლის და ოქროს მედლებით. მიღებული ჰქონდა მთავრობის საბრძოლო და შრომითი ჯილდოები.

    ბატონი მერაბი გარდაიცვალა 1992 წელს. 

 წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 154 გვ.


    

    

Awards and Honors

  • მთავრობის საბრძოლო და შრომითი ჯილდოები
  • სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ვერცხლის და ოქროს მედლები