The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



ნადია ვარდანაშვილი

ნადია ვარდანაშვილი
Date of birth:1905
Date of death:1970  (at 65 years)
Category:Manufacturer

Biography

    ნადია ვარდანაშვილი დაიბადა 1905 წელს, გორის რაიონის სოფელ ახალუბანში.

    1920 წელს დაამთავრა სოფელ მეჯვრისხევის რვაწლიანი სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის მე-15 საშუალო სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ, ამთავრებს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტს ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით.

    ნ. ვარდანაშვილმა, 1934 წელს დაიწყო მუშაობა და 1948 წლამდე იმუშავა მუკუზანის, მანავის, თბილისის N1 ღვინის ქარხანებში მთავარ სპეციალისტად. 1949–1951 წლებში, იგი მუშაობს ბათუმის ღვინის ქარხანაში მთავარ ტექნოლოგად, 1951 –1953 წლებში – ბორჯომის ღვინის ქარხანაში მთავარ ინჟინრად, 1954 - 1963 წლებში – დიღმის სასწავლო საცდელ მეურნეობაში მთავარ მეღვინედ და 1968 წლამდე – სურამის ღვინის ქარხანაში მთავარ ინჟინრად.

    მას მინიჭებული ჰქონდა საქართველოს დამსახურებული მეღვინის საპატიო წოდება.

    ქალბატონი ნადია გარდაიცვალა 1970 წელს.

    წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 95 გვ.

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული მეღვინის საპატიო წოდება