The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



იორამ თარხნიშვილი

იორამ თარხნიშვილი
Date of birth:1874
Date of death:1942  (at 68 years)
Category:Manufacturer

Biography

      იორამ ზაალის ძე თარხნიშვილი დაიბადა 1874 წელს სოფელ ახალქალაქში (ყოფილი გორის მაზრა). ახალგაზრდობისას მან მიიღო განათლება ნინო ჭავჭავაძის მიერ დაფუძნებულ სასოფლო–სამეურნეო სკოლაში. ამ სკოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ კი, 1895 წელს, შევიდა ნიკიტის მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სასწავლებელში ყირიმში, რომელიც 1897 წელს დაამთავრა და მიიღო მეღვინის კვალიფიკაცია. 1899 წელს ის პრაქტიკანტია კახეთის საუფლისწულო სარდაფში. ერთი წლის შემდეგ გადაჰყავთ მოსკოვის საუფლისწულო სარდაფში მთავარი მეღვინის მოადგილედ. 1901 წელს დანიშნულია მეღვინედ პეტერბურგის საუფლისწულო სარდაფში, შემდეგ აქედან გადაიყვანეს ომსკის საუფლისწულო სარდაფში მთავარ მეღვინედ, 1908 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, 1942 წლამდე, იგი მუშაობდა მთავარ მეღვინედ თბილისის N1 ღვინის ქარხანაში (ეს ქარხანა 1921 წლამდე თბილისის საუფლისწულო სარდაფის სახელით იყო ცნობილი).

     რევოლუციის წინა პერიოდში იმპერიის ყველა საუფლისწულო მამული  და სარდაფი, მათ რიცხვში თბილისის ღვინის ქარხანა, წინანდლის, ნაფარეულის, მუკუზნის მამულები, მეფის რუსეთის სამინისტროს გავლენის ქვეშ იყო და ემორჩილებოდნენ საუფლისწულოს მთავარ სამმართველოს პეტერბურგში. 

     აღსანიშნავია, რომ 1921 წელს თბილისის 1 ღვინის ქარხანაში ხელით რეცხავდნენ კასრებსა და ბოთლებს, ასევე პრიმიტიული წესით ხდებოდა ღვინის გადასხმა და ჩამოსხმა. მთავარმა მეღვინემ იორამ თარხნიშვილმა ქარხნის ადმინისტრაციის წინაშე დააყენა საკითხი ქარხნის ახალი მანქანებითა და დანადგარებით აღჭურვის შესახებ და მალე მთავრობის დავალებით ჩამოიტანეს ღვინის გასაფილტრი მანქანები.

     მან საწარმოში დანერგა კახური თეთრი ღვინოების (N8 და N2) წარმოება. ეს ღვინოები დიდი მოთხოვნით სარგებლობდა მომხმარებელთა შორის. მიიღო ენერგიული მონაწილეობა საქართველოში შამპანურის წარმოების ორგანიზაციის საქმეში. 

     თბილისის ღვინის ქარხნის ყოფილმა ბუღალტერმა ჩადუნელმა დაწერა მოგონებები ი. თარხნიშვილზე, რომელიც ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმშია შემონახული. აგრეთვე ამავე ქარხნის მუშები მოგონებებში მას ახასიათებენ როგორც უბადლო ადმინისტრატორს, ადამიანს, რომელსაც მკაცრი დისციპლინა ჰქონდა დამყარებული სამსახურში. ის იყო საწარმოს პირადი ღირსების ერთგული დამცველი.

      საბჭოთა მთავრობამ მისი დამსახურება აღნიშნა ორდენებით.

     იორამ ზაალის ძე თარხნიშვილი გარდაიცვალა 1942 წელს.

    წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 71 გვ.