The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



მიშა ასათიანი

მიშა ასათიანი
Legal name:მიხეილ ასათიანი
Date of birth:1902
Date of death:1969  (at 67 years)
Category:Manufacturer

Biography

    მიხეილ სტეფანეს ძე ასათიანი დაიბადა 1902 წელს, ზესტაფონის რაიონის სოფელ კვალითში. 

     1921 - 24 წლებში მუშაობს ზესტაფონის მაზრის მიწათმოქმედების რწმუნებულად. 1924 - 28 წლებში კი არის პროფკავშირის ტექნიკური მუშაკი ზაჰესში. 1928 - 1930 წლებში მცხეთის სოცდაზღვევის რწმუნებულია. 1933 წელს ამთავრებს საქართველოს სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტს და 1934 წლამდე მუშაობს საქარის საცდელ სადგურში მეცნიერი მუშაკის თანამდებობაზე, ხოლო 1934 - 1935 წლებში - წინანდლის საბჭოთა მეურნეობის მთავარი მეღვინის მოადგილედ.

     1935 წლიდან 1940 წლამდე, მ. ასათიანი ზესტაფონისა და ხარაგაულის ღვინის ქარხნების მთავარი მეღვინეა. 1940 წლიდან 1947 წლამდე – მუხრანის საბჭოთა მეურნეობის დირექტორია. 1947 - 1949 წლებში კი – თბილისის შამპანური ქარხნის დირექტორია. 1949 წლიდან 1956 წლამდე არის ღვინის ქვის ქარხნის მთავარი ტექნოლოგი. 1956 - 1957 წლებში საქართველოს შამპანკომბინატის საწარმოო - ტექნიკური განყოფილების გამგეა.

      1957 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ბატონი მიხეილი "სამტრესტის" მთავარ შამპანისტად მუშაობს. 

      1964 წელს მ. ასათიანს საქართველოს მეღვინეობის განვითარებაში დიდი დამსახურებისთვის მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მეღვინის საპატიო წოდება. ის სკკპ წევრი იყო 1941 წლიდან, დაჯილდოებული იყო მედლებით.

    "სადაც კი უმუშავნია მიხეილ ასათიანს" - იგონებს სამტრესტის მთავარი მეღვინე, ტექნიკ. მეცნ. კანდიდატი დ. ნაცვლიშვილი - "თავისი ღრმა ცოდნით, შრომისმოყვარეობით, ერუდიციითა და დიდსულოვნებით, ყველგან და ყველასთან დაუმსახურებია დიდი პატივისცემა და ავტორიტეტი. იგი იყო ქართული შამპანურის წარმოების განვითარებისა და მისი ხარისხის ამაღლებისათვის თავდადებული მზრუნველი". 

     მ. ასათიანს დიდი დამსახურება მიუძღვის წითელი ცქრიალა ღვინის ტექნოლოგიის შექმნაში, სწორედ მისი უშუალო ხელმძღვანელობით და მონაწილეობით შეიქმნა და გამოშვებული იქმნა ეს ღვინო, რომელმაც საერთო მოწონება დაიმსახურა მომხმარებელთა და სპეციალისტთა შორის. 

     მიხეილ ასათიანი გარდაიცვალა 1969 წელს.

     წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 93 გვ.