აირწინაღი
აირწინაღი – ჰაერში არსებული მავნე მინარევებისგან ადამიანის სუნთქვის ორგანოების, სახის და თვალების ინდივიდუალური დაცვის საშუალება.
მოქმედების პრინციპის მიხედვით აირწინაღები არის: მფილტრავი, რომელიც სუნთქვისთვის მიწოდებული ჰაერის მავნე მინარევებისგან გაწმენდას უზრუნველყოფს და საიზოლაციო, რომელიც ადამიანის სუნთქვას ჟანგბადის რეგენერაციით ან მისი (ხანდახან ჰაერის) მარაგის საშუალებებით უზრუნველყოფს.
დანიშნულების მიხედვით არის: საჯარისო (საერთო-საჯარისო და სპეციალური), სამოქალაქო და სამრეწველო; საერთო-საჯარისო და სამოქალაქო აირწინაღები უზრუნველყოფენ მომწამლავი ნივთიერებებისგან, რადიოაქტიური ნალექებისგან და ბიოლოგიური აეროზოლებისგან დაცვას. საჯარისო და სამრეწველო აირწინაღებით უზრუნველყოფა ხდება სპეციალური სამხედრო ფორმირებების, ხანძარსაწინაღმდეგო ქვედანაყოფების, საავარიოსამაშველო სამსახურების, საწარმოების, რომლებიც იყენებენ ან აწარმოებენ ადამიანის ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებებს.