იგივეა, რაც „გონდოლიერა“, ვენეციელი მენავეების სიმღერა, ზომიერი ტემპის, სამწილადი ზომის, ლირიკული, მღერადი ხასიათისა. ფართო გავრცელება პოვა პროფესიულ მუსიკაშიც, როგორც ვოკალურ, ისე საკრავიერ ჟანრებში (ჩაიკოვსკის, შოპენის, შუბერტის, მენდელსონის და სხვათა შემოქმედებაში).
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]