ფრანგ. avant მოწინავე garde რაზმი მიმდინარეობა ხელოვნებაში (XX ს-ის 10-იანი წლებიდან), რომლის წარმომადგენლებიც უარყოფენ ტრადიციული კულტურის მიღწევებს, მიისწრაფვიან ახალი, ჯერ არნახული მხატვრული ფორმების შექმნისაკენ (მაგ., კუბიზმი, ფუტურიზმი, ექსპრესიონიზმი, აბსტრაქციონიზმი, სერიული და ელექტრონული მუსიკა, დოდეკაფონია, „აბსურდის თეატრი“).
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]