ბა ბე ბლ ბო ბუ
ბლი

ბლიუზი

მდ. მისისიპის ნაპირებზე მცხოვრები ამერიკელი ზანგების სოლო ლირიკული სიმღერა, სრულდება ბანჯოს თანხლებით. XIX ს. ბოლოდან წარმოადგენს ქალაქურ, ყოფით მუსიკალურ ჟანრს. მისთვის დამახასიათებელია ნელი ტემპი, სინკოპირებული რიტმი, იმპროვიზაციულობა, ბგერის ჩამოცურება (გლისანდო). ბლიუზი გამოყენებულია პროფესიულ მუსიკაშიც (გერშვინი - „რაფსოდია ბლიუზის სტილში“).
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9