უვ უს
უვე

უვერტიურა

მუს.
ოპერის, ბალეტის, ორატორიის, დრამის, შესავალი საორკესტრო პიესა, რომელიც ახდენს მსმენელის, მაყურებლის ყურადღების კონცენტრაციას, შეჰყავს სპექტაკლის ემოციურ ატმოსფეროში. უვერტიურა გადმოსცემს ნაწარმოების იდეურ ჩანაფიქრს, კოლორიტს. პირველი უვერტიურა ეკუთვნის მონტევერდის (ოპერისათვის „ორფეოსი“ - 1607 წ.). XVIII ს-ში მოცარტის, გლიუკის შემოქმედებაში ჩამოყალიბდა სონატური ალეგროს ფორმის მქონე უვერტიურა. უვერტიურას, რომელიც ამ ფორმაში არ არის დაწერილი, ხშირად „შესავალს“ უწოდებენ. ოპერეტების უვერტიურები, ჩვეულებრივ პოპურის სტილისაა. XIX ს-ში ჩამოყალიბდა საკონცერტო უვერტიურის ჟანრი, რომელიც, ძირითადად, პროგრამული შინაარსისაა (მენდელსონი, „ზაფხულის ღამის სიზმარი“).
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9