ბერძნ. aphorismos მოკლე გამონათქვამი მოკლედ, სხარტად და სტილისტურად დასრულებული ფორმით გამოხატული აზრი. ძალიან ხშირად აფორიზმი წარმოადგენს ჭკუის სასწავლ დასკვნას, აზოგადებს მოვლენათა არსს. ასეთია სიბრძნის მრავალი, თუნდაც ხალხური წარმოშობის „ფორმულა“, რომლებიც მეტწილად გამოიყენება ლიტერატურულ ნაწარმოებებში. ხშირად აფორიზმი წარმოიქმნება საკუთრივ ლიტერატურული ნაწარმოების კონტექსტში, რომელიც შემდეგ შეიძლება გადაიქცეს სრულიად დამოუკიდებელ გამონათქვამად.
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]