ლიტერატურული ნაწარმოების შესავალი, რომელიც სიუჟეტის ნაწილს არ წარმოადგენს და მოქმედების განვითარებასთან უშუალოდ არ არის დაკავშირებული. მასში გადმოცემულია გარკვეული თვალსაზრისი ნაწარმოებში წარმოსახული მოვლენების, მოქმედი პირებისა თუ ავტორის მიზანდასახულობის შესახებ. ძირითადად გვხვდება ეპიკურ და დრამატულ ნაწარმოებებში.
წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]