პა პე პი პლ პო პრ პუ
პრე პრო

პრელუდია

თავდაპირველად წარმოადგენდა იმპროვიზაციული ხასიათის მცირე შესავალს, რომელიც სრულდებოდა ძირითადი ნაწარმოების წინ. XV ს-დან წარმოადგენს დამოუკიდებელ საკრავიერ პიესას (ორგანისთვის, კლავესინისთვის), როგორც შესავალი პიესა კი წარმოდგენილია ბახთან, ციკლიურ ფორმებში (მაგ., „48 პრელუდია და ფუგა“, „ფრანგული სიუიტები“ და სხვ.). პრელუდიების კრებულებს, შემდგარს 24 პიესისაგან (ყველა ტონალობაში), ქმნიდნენ შოპენი, შოსტაკოვიჩი, დებიუსი.
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN: 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9