პა პე პი პლ პო პრ პუ
პაგ პალ პან პარ პას

პანტომიმა

ბერძნ. მიბაძვით ყველაფრის წარმომსახველი
სასცენო ხელოვნების სახე, რომელიც გულისხმობს მხატვრული სახის შექმნას უსიტყვოდ, ადამიანის სხეულის პლასტიკური გამომსახველობით, ჟესტით, მიმიკით. პანტომიმას საფუძველი ჩაეყარა ძველ საბერძნეთსა და რომში. შუა საუკუნეებში მას მიმართავდნენ ჰისტრიონები, ჟონგლიორები და სხვ. XVI-XVIII სს-ში პანტომიმა აღორძინდა იტალიურ «კომედია დელ არტეში». XIX ს-ში თანდათანობით ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნება. XIX ს-ის ბოლოს პანტომიმური წარმოდგენები უპირატესად მიუზიკ-ჰოლის სცენაზე იმართებოდა, რუსეთში ბალაგანურ თეატრებსა და ცირკებში. XX ს-ის დასაწყისში პანტომიმას დადგმებში იყენებდნენ: კოტე მარჯანიშვილი, ვსევოლოდ მეიერჰოლდი და სხვა რეჟისორები. პანტომიმის განსაკუთრებული სახეობა (წარმოდგენა მუსიკის, სიმღერის რიტმის აკომპანიმენტის თანხლებით) გავრცელებული იყო ინდოეთში, ინდონეზიასა და აზიის სხვა ქვეყნებში. თანამედროვე პანტომიმა ორი სახისაა: მიმის (ერთი მსახიობის) ხელოვნება და პანტომიმის წარმოდგენა თანამედროვე თეატრალური სპექტაკლის ყველა ატრიბუტით (სიტყვის გარდა). პანტომიმის ქართული სახელმწიფო თეატრი დაარსდა 1976 წელს, თბილისში.


სცენა თბილისის პანტომიმის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლიდან
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9