იგ ილ იმ ის იუ
ილუ

ილუსტრაცია

წიგნის გრაფიკის სახე, მისი საფუძველი. ტერმინი შეიძლება გაგებულ იქნეს როგორც ფართო, ისე ვიწრო მნიშვნელობით.


რემბრანდტ ვან რეინი. ავტოპორტრენი

პირველ შემთხვევში, ილუსტრაციად ითვლება ყოველგვარი გამოსახულება, რომელიც ხსნის ტექსტს. მეორე შემთხვევაში, ილუსტრაცია - ესაა ნაწარმოები განკუთვნილ ტექსტთან მთლიანობაში აღსაქმელად. ასეთი ილუსტრაციები ტექსტის გარეშე შეიძლება ნაკლებად გასაგები და გამომსახველი იყოს. ილუსტრაცია, ჩვეულებისამებრ, არაა დამოუკიდებელი ნაწარმოები, სიუჟეტის მხრივ, შეესატყვისება ლიტერატურული ნაწარმოების შინაარსს, გამოკვეთს ნაწარმოების იდეას, ამასთან, უფრო მკაფიოდ წარმოსახავს მოცემულ ეპოქას, პერსონაჟთა გარემოს და ა. შ.
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9