აბ ად ავ აკ ალ ან აპ არ აფ აქ აღ
არა არი არფ არქ

არქიტექტურა

ხუროთმოძღვრება, პროექტირებისა და შენების ხელოვნება. განასხვავებენ არქიტექტურის სამ ძირითად სახეს: მოცულობითი ნაგებობები (საკულტო, საზოგადოებრივი, საწარმოო, საცხოვრებელი და სხვ.; ლანდშაფტური არქიტექტურა (კიბეები, აკვედუკები,ხიდები,შადრევნები მდინარეების, სკვერების, ბულვარებისა და პარკებისათვის); ქალაქთმშენებლობა (ახალი ქალაქების შექმნა, ძველთა რეკონსტრუქცია). სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში გამოიყენებოდა განსხვავებული სამშენებლო მასალები და ტექნოლოგიები, რაც არსებით გავლენას ახდენდა არქიტექტურული კონსტრუქციების შექმნაზე. არქიტექტურული ნაგებობები ასახავენ ეპოქის მხატვრულ სტილს, ისევე როგორც ხელოვნების ნებისმიერი სახის ნაწარმოები. საყოველთაოდ ცნობილი არქიტექტურული ნაგებობები და ანსამბლები საუკუნეების მანძილზე რჩება კაცობრიობისათვის კონკრეტული ქვეყნების, ქალაქების სიმბოლოდ (მაგ., ეგვიპტის პირამიდები, ათენის აკროპოლისი, რომის კოლიზეუმი, პარიზის ეიფელის კოშკი და ა.შ.).

ხეფრენის პირამიდა გიზაში (ეგვიპტე) და დიდი სფინქსი (XXVIII ს. ძვ.წ.)

წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9