აბ ად ავ აკ ალ ან აპ არ აფ აქ აღ
ანდ ანი ანო ანს ანტ ანშ

ანსამბლი

  1. მუს.
    ფრანგ.
    1) მწყობრი, შეთანხმებული შესრულება;
    2) შემსრულებელთა ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს ერთ მხატვრულ კოლექტივს;
    3) შემსრულებელთა მცირე ჯგუფისათვის შექმნილი კამერული მუსიკალური ნაწარმოები ან დიდი ფორმის ნაწარმოების (მაგ., ოპერის) შემადგენელი ნაწილი. ასეთებია, დუეტი (2 შემსრულებელი), ტრიო (3), კვარტეტი (4), კვინტეტი (5), სექსტეტი (6), სეპტეტი (7), ოქტეტი (8), ნონეტი (9) და ა.შ;

    საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი

  2. თეატ.
    მსახიობთა მწყობრი, შეთანხმებული თამაში, რაც ექვემდებარება სპექტაკლის საერთო შემოქმედებით ამოცანას, მის საერთო რიტმსა და განწყობილებას. ანსამბლის ხელოვნება ქართულ თეატრში განამტკიცა კოტე მარჯანიშვილმა. თეატრალური ანსამბლის მეოხებით წყდება რთული შემოქმედებითი ამოცანები (ეპოქის, გარემოს დახასიათება, მასობრივი სცენების გადაწყვეტა, ემოციური განწყობილების შექმნა, პარტნიორთა შორის ღრმა ფსიქოლოგიური ურთიერთობის დამყარება და სხვ.);
  3. არქიტ.
    ნაგებობათა სივრცობრივი კომპოზიციების, საინჟინრო ნაგებობების (ხიდები, სანაპიროები და სხვ.), მონუმენტური ფერწერის, ქანდაკების ჰარმონიული ერთობლიობა
    წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9