გა გი გლ გრ გუ
გრა

გრაფიკა

ბერძნ. grapho ვწერ, ვხატავ
სახვითი ხელოვნების სახე, რომელიც დაკავშირებულია სიბრტყეზე გამოსახვასთან. აერთიანებს ნახატს, როგორც დამოუკიდებელ სფეროს და ბეჭდვითი გრაფიკის განსხვავებულ სახეებს: ქსილოგრაფიას (გრავიურა ხეზე), ოფორტს (მეტალზე), ლითოგრაფიას, ლინოგრავიურას, გრავიურას მუყაოზე და სხვ. მხატვარი გრაფიკოსები უმთავრესად ქაღალდზე ხატავენ ნახშირით, კალმით, ტუშით, უბრალო ფანქრით, ნაირფერი ცარცით, რომელსაც პასტელი ეწოდება.

გრაფიკასთან უძველესი დროიდან იყო დაკავშირებული შრიფტის ხელოვნება. ახალი მნიშვნელობა შეიძინა XIX-XX სს-ის მიჯნაზე, როდესაც ჩამოყალიბდა სახვითი ხელოვნების დამოუკიდებელ სახედ.

გრაფიკის ენა და მისი ძირითადი გამომსახველობითი ხერხებია - ხაზი, შტრიხი, კონტური, ლაქა, ტონი. გრაფიკული ნაწარმოების საერთო შთაბეჭდილების შექმნაში აქტიურად მონაწილეობს ქაღალდის თეთრი ფურცელი. გრაფიკას ხშირად უწოდებენ შავისა და თეთრის ხელოვნებას, თუმცა ეს არ გამორიცხავს, ზოგადად, ფერის გამოყენებას.

გრაფიკისათვის მისაწვდომია სხვადასხვა ჟანრი. დანიშნულების მხრივ განასხვავებენ დაზგურ, წიგნის (გაზეთი, ჟურნალი), გამოყენებით გრაფიკასა და პლაკატს. ახალ სახეს წარმოადგენს კომპიუტერული გრაფიკა.


ივანე რეპინი. მსახიობ ელეონორა დუზეს პორტრეტი
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ. ; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.][MFN: 22803]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9