ხე
ხელ

ხელახალი ვიქტიმიზაცია

ინგლ. Re-victimisation

საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, ხელახალი ვიქტიმიზაცია ნიშნავს არასრულწლოვანი დაზარალებულისათვის ზიანის მიყენება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დანაშაულის შედეგად.

ტერმინის - „ხელახალი ვიქტიმიზაცია“ განსაზღვრება მოიცავს „ნებისმიერ სექსუალურ ძალადობას ან გაუპატიურებას სხვა დამნაშავის მხრიდან პირველადი ვიქტიმიზაციის შემდეგ“ და ეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც არსებობს სტატისტიკურად მაღალი ალბათობა, რომ სექსუალური ძალადობის ან გაუპატიურების მსხვერპლი ბავშვი დროის მცირედ მონაკვეთში ან მოგვიანებით, მოზარდობის შემდგომ პერიოდში, კვლავ გახდება ძალადობის მსხვერპლი.

ხელმისაწვდომი სასამართლო პროცესი (Access to Court and to the Judicial Process) - ევროპის საბჭოს სახელმძღვანელო მითითებები (პარ. 34-36, 96), ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების თაობაზე, განმარტავს, რომ უფლების დარღვევის შემთხვევაში, ეროვნული კანონი შესაძლებელობას უნდა აძლევდეს ბავშვს, მიმართოს სასამართლოს. ამისათვის კანონმა ბავშვი უნდა გაათავისუფლოს ყოველგვარი სასამართლო ხარჯისგან და უზრუნველყოს იურიდიული დახმარება. საპროცესო ქმედუნარიანობის ფიქსირებული ასაკის მითითება გამორიცხავს ბავშვის ინდვიდუალური შესაძლებლობების და აღქმის უნარის გათვალისწინებას და შესაძლოა ზოგჯერ, უსამართლო იყოს. ამიტომ ქვეყნის კანონმდებლობამ უნდა შექმნას საფუძველი, ბავშვმა მიმართოს სასამართლოს, როდესაც ის სათანადოდ აცნობიერებს საკუთარ უფლებებს.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9