აგ ად ავ აზ ათ ალ ამ ან არ ას ატ აუ აღ ახ
აზრ

აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება

ინგლ. Freedom of Thought, Conscience and Religion
„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-14 მუხლი ითვალისწინებს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებას. მონაწილე სახელმწიფოებმა პატივი უნდა სცენ მშობლების და შესაბამის შემთხვევაში, კანონიერი მეურვეების უფლებებსა და მოვალეობებს, უხელმძღვანელონ ბავშვს მისი უფლების განხორციელებაში იმ მეთოდით, რომელიც შეესაბამება ბავშვის განვითარებად უნარებს. რელიგიის ან რწმენის თავისუფლებას შეიძლება შეეხოს მხოლოდ ისეთი შეზღუდვები, რომლებიც დადგენილია კანონით და აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ზნეობის და ჯანმრთელობის ან სხვა პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9