A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

წა წი წმ წყ
წიგ წინ

წიგნი

1. ნებისმიერი ტექსტის შემცველი ფურცლები, ერთად აკინძული;

2. დიდი მოცულობის ლიტერატურული ან სამეცნიერო თხზულება (ცალკე დასტამბული);

3. თხზულებათა კრებული;

4. წერილი, ბარათი, ეპისტოლე, იურიდიული საბუთი (ძვ. ქართულში).

სიტყვა წიგნი ქართულში შემოსულია ლათინურიდან ბერძნულის გზით (σιγνον – ნიშანი). თავდაპირველად ამ სიტყვით აღინიშნებოდა სიმბოლური მნიშვნელობის მქონე ყოველგვარი გრაფიკული გამოსახულება, მ. შ. ასოც. თანდათანობით წიგნმა შეიძინა სხვადასხვა შინაარსისა და დანიშნულების წერილობითი ტექსტის მნიშვნელობა. ქართული წიგნის ისტორია დაკავშირებულია ქრისტიანული ღვთისმსახურების შემოღებასთან. საეკლესიო ღვთისმსახურების ქართულ ენაზე ჩატარების აუცილებლობამ ბიძგი მისცა ნათარგმნი და ორიგინალური წიგნების გაჩენა-გამრავლებას. ქართული წიგნის უძველესი ნიმუშები შემორჩენილია V-VII სს. პალიმფსესტური ფრაგმენტების სახით. ჩვენამდე სრული სახით მოღწეული თარიღიანი წიგნებიდან უძველესია 864 სინური მრავალთავი, 897 ადიშის ოთხთავი. X ს-იდან მოყოლებული, ხელნაწერი წიგნების რიცხვი გაიზარდა. უძველესი ქართული ხელნაწერი წიგნი მზადდებოდა ტყავის საწერი მასალისაგან (ეტრატი) და მას თანამედროვე წიგნის (კოდექსი) ფორმა ჰქონდა. XII–XIII სს-იდან ეტრატს მეტოქეობას უწევდა ქაღალდი, რომელიც შემოჰქონდათ აღმოსავლეთ ქვეყნებიდანაც და ევროპიდანაც (იტალიიდან). გვიანდელი შუა საუკუნეების ეტრატისაგან მხოლოდ განსაკუთრებული, საზეიმო ცერემონიალებისათვის განკუთვნილი ხელნაწერები მზადდებოდა.

წყარო: წიგნი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9