A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ჯა ჯე ჯი
ჯავ ჯაზ ჯან ჯარ ჯაფ

ჯაფარა

ლათ. Garrulus glandarius
ჩხიკვი, ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. ფერად მიწითალო-რუხია, ბოლო და „ულვაშები“ შავი აქვს, ქოჩორი — შავლაქებიანი, წელი — თეთრი, ფრთაზე — ლამაზი, შავფხაჭებიანი ცისფერი ლაქა. მისი სხეულის სიგრძე 34 სმ, მასა 160 გ აღწევს. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, ბინადრობს შერეულ და ფოთლოვან ტყეებში. საქართველოში მობინადრეა. დებს 4-7 (10-მდე) კვერცხს. იკვებება თესლებით, კენკრით, ხილით, რკოთი და მწერებით, რომელთა განადგურებით ერთგვარი სარგებლობა მოაქვს. საკმაოდ კარგად ბაძავს სხვადასხვა ბგერებს.
წყარო: ვიკიპედია ჩხიკვი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9