1. გამოცდილების, საზოგადოებრივი პრაქტიკის ლოგიკური განზოგადება, რომელიც ასახავს ბუნებისა და საზოგადოების განვითარების კანონზომიერებას.
2. იმ განზოგადებულ დებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ქმნიან რაიმე მეცნიერებას ან მის ერთ-ერთი დარგს. რაიმე დარგის ზოგადი, განყენებული საკითხები.
3. ზოგადი, განყენებული მსჯელობა, შეხედულებანი (პრაქტიკული მოქმედების საპირისპიროდ).
წყარო: უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]