გასამასხარავებლად, ხუმრობით გასაკილავად
- 1. დასაწყისი
1
- (ა) რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,
- (ბ) ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,
- (გ) ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,
- (დ) მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მისმიერითა.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
2
- (ა) ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა,
- (ბ) შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა,
- (გ) მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიდმდე გასატანისა,
- (დ) ცოდვათა შესუბუქება, მუნ თანა წასატანისა.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
3
- (ა) ვის ჰშვენის, - ლომსა, - ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა,
- (ბ) მეფისა მზის-თამარისა, ღაწვ-ბალახშ, თმა-გიშერისა,
- (გ) მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა, შე-, რისა,
- (დ) მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მართ, მიშერისა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
4
- (ა) თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ-დათხეული,
- (ბ) ვთქვენი ქებანი ვისნი მე არ ავად გამორჩეული.
- (გ) მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მე ნა რხეული,
- (დ) ვინცა ისმინოს, დაესვას ლახვარი გულსა ხეული.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
5
- (ა) მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა,
- (ბ) ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე-კბილისა,
- (გ) ბროლ-ბალახშისა თლილისა, მის მიჯრით მიწყობილისა.
- (დ) გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
6
- (ა) აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება,
- (ბ) ძალი მომეც და შეწევნა შენგნით მაქვს, მივსცე გონება;
- (გ) მით შევეწივნეთ ტარიელს, ტურფადცა უნდა ხსენება,
- (დ) მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს ერთმანერთის მონება.
7
- (ა) მო, დავსხდეთ, ტარიელისთვის ცრემლი გვდის არ-შეშრობილი;
- (ბ) მისებრი მართ დაბადებით ვინმცა ყოფილა შობილი!
- (გ) დავჯე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულს ლახვარ-სობილი,
- (დ) აქამდის ამბად ნათქვამი, აწ მარგალიტი წყობილი.
8
- (ა) ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები,
- (ბ) ვით მარგალიტი ობოლი, ხელის-ხელ საგოგმანები,
- (გ) ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები,
- (დ) ჩემმან ხელ-მქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმან ნები.
9
- (ა) მე, რუსთველი ხელობითა, ვიქმ საქმესა ამა დარი;
- (ბ) ვის ჰმორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი;
- (გ) დავუძლურდი, მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი,
- (დ) ანუ მომცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი.
10
- (ა) თვალთა, მისგან უნათლოთა, ენატრამცა ახლად ჩენა;
- (ბ) აჰა, გული გამიჯნურდა, მიჰხვდომია ველთა რბენა!
- (გ) მიაჯეთ ვინ, ხორცთა დაწვა კმარის, მისცეს სულთა ლხენა.
- (დ) სამთა ფერთა საქებელთა ლამის ლექსთა უნდა ვლენა.
11
- (ა) რაცა ვის რა ბედმან მისცეს,დასჯერდეს და მას უბნობდეს:
- (ბ) მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს;
- (გ) კვლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს,
- (დ) არცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხვასა უწუნობდეს.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
12
- (ა) შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი,
- (ბ) საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი,
- (გ) კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი;
- (დ) გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.
13
- (ა) ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა,
- (ბ) მობურთალსა - მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა,
- (გ) მართ აგრევე მელექსესა - ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა,
- (დ) რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა,
14
- (ა) მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა,
- (ბ) რა ვეღარ მიჰხვდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძვირობა,
- (გ) არ შეამოკლოს ქართული, არა ქმნას სიტყვა-მცირობა,
- (დ) ხელ-მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა, იხმაროს დიდი გმირობა.
15
- (ა) მოშაირე არა ჰქვიან,თუ ვინმე თქვას ერთი, ორი;
- (ბ) თავი ყოლა ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი;
- (გ) განაღა თქვას ერთი, ორი, უმსგავსო და შორი-შორი,
- (დ) მაგრა იტყვის: „ჩემი სჯობსო“, უცილობლობს ვითა ჯორი.
16
- (ა) მეორე ლექსი ცოტაი, ნაწილი მოშაირეთა,
- (ბ) არ ძალ-უც სრულ-ქმნა სიტყვათა, გულისა გასაგმირეთა,
- (გ) ვამსგავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა:
- (დ) დიდსა ვერ მოჰკლვენ, ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთა.
17
- (ა) მესამე ლექსი კარგი არს სანადიმოდ, სამღერელად,
- (ბ) სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად;
- (გ) ჩვენ მათიცა გვეამების, რაცა ოდენ თქვან ნათელად.
- (დ) მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად.
18
- (ა) ხამს, მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმობდეს,
- (ბ) ერთი უჩნდეს სამიჯნურო, ერთსა ვისმე აშიკობდეს,
- (გ) ყოვლსა მისთვის ხელოვნობდეს, მას აქებდეს, მას ამკობდეს,
- (დ) მისგან კიდე ნურა უნდა, მისთვის ენა მუსიკობდეს.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
19
- (ა) ჩემი აწ ცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია;
- (ბ) ესე მიჩს დიდად სახელად, არ თავი გამიქიქია!
- (გ) იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია;
- (დ) მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს, მიქია.
20
- (ა) ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა,
- (ბ) ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა;
- (გ) იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა;
- (დ) ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.
21
- (ა) მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიჰხვდებიან,
- (ბ) ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან;
- (გ) ვთქვნე ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ჰხვდებიან;
- (გ) მართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდენ არ სიძვენ შორით ბნდებიან.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
22
- (ა) მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა,
- (ბ) მით რომე შმაგობს მისისა ვერ-მიხვდომისა წყენითა;
- (გ) ზოგთა აქვს საღმრთო სიახლე, დაშვრების აღმაფრენითა,
- (დ) კვლა ზოგთა ქვე უც ბუნება კეკლუცთა ზედა ფრფენითა.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
23
- (ა) მიჯნურსა თვალად სიტურფე ჰმართებს მართ ვითა მზეობა,
- (ბ) სიბრძნე, სიუხვე, სიმდაბლე, სიყმე და მოცალეობა,
- (გ) ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა.
- (გ) ვის ესე სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.
24
- (ა) მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი;
- (ბ) მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი:
- (გ) იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი,
- (დ) ნუვინ გაჰრევთ ერთმანერთსა, გესმას ჩემი ნაუბარი!
25
- (ა) ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი, ბილწი, მრუში,
- (გ) რა მოჰშორდეს მოყვარესა, გაამრავლოს სულთქმა, უში,
- (გ) გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიჰხვდეს, თუნდა ქუში;
- (დ) მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაში-მტლუში.
26
- (ა) მას ცოცხალი ნუ ელევის, რაცა პირველ შეუყვარდეს,
- (ბ) ნუცა ლხინსა აუზვავდეს, ნუცა ჭირსა შეუზარდეს;
- (გ) მისთვის დათმოს ყველაკაი, მისთვის ველთა გამოვარდეს,
- (დ) ნურა ჰგავა, სოფელიცა მისი კერძი გარდაქარდეს.
27
- (ა) ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა:
- (ბ) დღეს ერთი უნდეს, ხვალე სხვა, სთმობდეს გაყრისა თმობასა;
- (გ) ესე მღერასა ბედითსა ჰგავს, ვაჟთა ყმაწვილობასა.
- (დ) კარგი მიჯნური იგია, ვინ იქმს სოფლისა თმობასა.
- იხ.ტაეპის განმარტებანი
28
- (ა) არს პირველი მიჯნურობა არ-დაჩენა ჭირთა, მალვა,
- (ბ) თავის-წინა იგონებდეს, ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა,
- (ბ) შორით ბნედა, შორით კვდომა, შორით დაგვა, შორით ალვა,
- (დ) დათმოს წყრომა მოყვრისაგან, მისი ჰქონდეს შიში, კრძალვა.
29
- (ა) ხამს, თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს,
- (ბ) არ ბედითად „ჰაის“ ზმიდეს, მოყვარესა აყივნებდეს,
- (გ) არსით აჩნდეს მიჯნურობა, არასადა იფერებდეს,
- (დ) მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს.
30
- (ა) მას უშმაგო ვით მიენდოს, ვინ მოყვარე გაამჩივნოს?
- (ბ) ამის მეტი რამცა ირგო: მას ავნოს და თვითცა ივნოს.
- (გ) რათამეღა ასახელოს, რა სიტყვითა მოაყივნოს?
- (დ) რა ჰგავა, თუ მოყვარესა კაცმან გული არ ატკივნოს!
- იხ. ტაეპის განმარტებანი
31
- (ა) მიკვირს, კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა:
- (ბ) ვინცა უყვარს, რად აყივნებს მისთვის მკვდარი მისთვის წყლულსა?
- (გ) თუ არ უყვარს, რად არა სძულს? რად აყივნებს, რაც არ სძულსა?!
- (დ) ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.
- იხ. ტაეპის განმარტებანი
32
- (ა) თუ მოყვარე მოყვრისათვის ტირს, ტირილსა ემართლების;
- (ბ) სიარული, მარტოობა ჰშვენის, გაჭრად დაეთვლების;
- (გ) იგონებდეს, მისგან კიდე ნურად ოდეს მოეცლების,
- (დ) არ დააჩნდეს მიჯნურობა, სჯობს, თუ კაცთა ეახლების.
- თავი მეორე