ლაპარაკია თამარზე (მრ. რიცხვი მეფისადმი მოწიწების გამომხატველია)
- 65. დასასრული
- 1658
- (ა) გასრულდა მათი ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა.
- (ბ) გარდახდეს, გავლეს სოფელი, ნახეთ სიმუხთლე ჟამისა!
- (გ) ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისა.
- (დ) ვწერ ვინმე მესხი მელექსე, მე, რუსთველისად ამისა.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1659
- (ა) ქართველთა ღმრთისა, დავითის ვის მზე ჰმსახურებს სარებლად,
- (ბ) ესე ამბავი გავლექსე მე მათად სახუმარებლად,
- (გ) ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად,
- (დ) ორგულთა მათთა დამწველად, ერთგულთა გამახარებლად.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1660
- (ა) დავითის ქმნანი ვითა ვთქვნე სიჩალხე-სიხაფეთანი!
- (ბ) ესე ამბავნი უცხონი, უცხოთა ხელმწიფეთანი,
- (გ) პირველ ზნენი და საქმენი, ქებანი მათ მეფეთანი,
- (დ) ვპოვენ და ლექსად გარდავთქვენ, ამითა ვილაყფეთანი.
- 1661
- (ა) ესე ასეთი სოფელი, არვისგან მისანდობელი,
- (ბ) წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი!
- (გ) რასა ვინ ეძებთ, რას აქმნევთ? ბედია მაყივნებელი.
- (დ) ვის არ შეუცვლის, კარგია, ორისავ იყოს მხლებელი.
იხ. ტაეპის განმარტებანი
- 1662
- (ა) ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხომელსა,
- (ბ) აბდულ-მესია – შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა,
- (გ) დილარგეთ – სარგის თმოგველსა, მას ენა-დაუშვრომელსა,
- (დ) ტარიელ – მისსა რუსთველსა, მისთვის ცრემლ-შეუშრომელსა.
- თავი სამოცდამეოთხე