ისტორიულ ტერმინთა სასკოლო ლექსიკონი საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის სახელმძღვანელოები უამრავ უცხო სიტყვასა და ტერმინს შეიცავს, ნაწილი პირდაპირ შემოვიდა და დამკვიდრდა ჩვენს მეტყველებაში, რაც დამატებით სირთულეებს ქმნის. პრაქტიკოსი მასწავლებლების, ირინე გეგეჭკორისა და ნუგზარ მოლაშვილის ნაშრომი, რომელშიც განმარტებულია 1800 - მდე ტერმინი და აბრევიატურა, დიდ სამსახურს გაუწევს, როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებსა და ისტორიით დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას, მით უფრო, რომ განმარტებები მოცემულია მეცნიერული სიზუსტით და ლაკონურად. წყარო: ისტორიულ ტერმინთა სასკოლო ლექსიკონი 6–11 [კლასები] / ირინე გეგეჭკორი, ნუგზარ მოლაშვილი ; რედ.: ნუგზარ ბარდაველიძე, ზაზა კვინტრაძე. თბილისი : "ცის ნამის" გამ–ბა და სტ. 2008.
|
ძირითად გვერდზე | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | გვერდის დასაწყისი |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |