The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ტარიელ ნამორაძე

დაბადების თარიღი:12 მაისი, 1950  (74 წლის)
კატეგორია:კარდიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს.

1973–1974წწ. იყო I კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ინტერნი; 1974–1976წწ. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის ექიმი თერაპევტი და კარდიოლოგი; 1976–1979წწ. თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი, გერიატრიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1979–1985წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1986 წლიდან ომის ვეტერანთა რესპუბლიკური ჰოსპიტლის კარდიოლოგიური განყოფილების უფროსი. ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები, 1986–1998წწ. მისი სამეცნიერო–პრაქტიკული ხელმძღვანელობით მომზადდა 114 ექიმი–ინტერნი. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზოგიერთი სპიროველოეგომეტრიული მონაცემები ხანშიშესული ასაკის ავადმყოფებში გულის იშემიური დაავადების ქრონიკული ფორმების დროს", დაიცვა 1981 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თერაპიული საზოგადოება, წევრი
  • კარდიოლოგიური საზოგადოება, წევრი